კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების
ორგანიზება
სამუშაო შეხვედრების გეგმა
კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზატორის სახელი და გვარი:
დაწყებითი კლასის წამყვანი მასწავლებელი ელენე
ჯელაძე
შეხვედრების თემა:
სამოდელო გაკვეთილის ოთხივე ტიპის გაცნობა. გაკვეთილის
გეგმის კომპონენტებზე დეტალური მუშაობა.
თემის აქტუალობა: შეხვედრების
თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც, მას შემდეგ რაც მასწავლებლის სახლმა და დააანონსა, კრედიტების დაგროვება
შენარჩუნდებოდა მხოლოდ ამ სასწავლო წელის ბოლომდე
და წინსვლაზე დაინტერესებულ მასწავლებლებს
დაწყებული საქმე უნდა მიეყვანათ ბოლომდე. დაინტერესება ძალიან ბევრი პედაგოგისგან
წამოვიდა. ამ შემთხვევაში შეხვედრებზე დამსწრე პედაგოგებს გადაწყვეტილი აქვთ წინსვლა. მათ მუშაობის პროცესში დაუგროვდათ საკმარისი
კრედიტები, შესაბამისად დაიწყეს მუშაობა მხოლოდ
სამოდელო გაკვეთილებსა და კვლევაზე. მუშაობის პროცესში მათ დასჭირდათ ჩემი გამოცდილების
გაზიარება ამ მიმართულებით. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე კოლეგებისთვის შემეთავაზებინა ამ თემაზე
სამუშაო შეხვედრები რომ მათ მიერ წარმოდგენილი გეგმები და ჩატარებული გაკვეთილები პასუხობდეს
დღევანდელ მოთხოვნებს და ასევე სამოდელო გაკვეთილისთვის აუცილებელ პირობებს. სამუშაო შეხვედრები
ემსახურება არა მარტო გაკვეთილის გეგმების შექმნისა და მისი გამოყენების არეალს, არამედ
თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და
საკუთარი პრაქტიკის შეფასებას.
შეხვედრის
მიზანი: მასწავლებლებმა შეძლონ
Ø სხვადასხვა ტიპის გაკვეთილის გაცნობა, გაკვეთილის ფაზების/ეტაპების გააზრება.
Ø მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნაზე და გამოცდილებაზე
აგებული მოქნილი გაკვეთილის დაგეგმვა;
Ø გაიაზრონ კონსტრუქტივისტული სწავლების როლი, როგორც
პროცესის დაგეგმვის, წარმართვის, შემფასებლის და ფასილიტატორის;
Ø შექმნან მიზანზე მორგებული შეფასების რუბრიკები
Ø თანამშრომლობითი ორგანიზაციის კულტურის მიზნით გამოცდილების
გაზიარებადა ხელშეწყობა;
|
სამუშაო შეხვედრები
შევედრები მართლაც ნაყოფიერი იყო, ბევრის მომცემი
ОтветитьУдалитьძალიან მიხარია რომ ეს პროექტი განხორციელდა ჩვენს სკოლაში :) :)
ОтветитьУдалитьროგორი ნაყოფიერი შეხვედრები იყო, დიდი მადლობა ელენე ამისთვის!
ОтветитьУдалить