სამოდელო გაკვეთილი

  სამოდელო გაკვეთილის გეგმა  #1

მასწავლებლის სახელი გვარი:  ელენე ჯელაძე      
საგანი:  ბუნებისმეტყველება
სწავლების საფეხური/კლასი:  მე-2 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:   27 მოსწავლე
გაკვეთილის თემა:  წყალი ბუნებაში, გავუფრთხილდეთ წყალს.
გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი კომპეტენციის განვითარება
Ø  ეკოლოგიური წიგნიერება (გარემოსადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა, შეძლოს მონაწილეობა მის დაცვასა და აღდგენაში.
Ø  ციფრული წიგნიერება (ქსელური ძიების უნარი)
Ø  სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია (კონსტრუქციული თნამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, პრობლემის მოგვარება)
გაკვეთილის მიზანი:
·         შეძლონ ვიდეოგაკვეთილში  არსებული პრობლემის დანახვა და დასმულ კითხვებზე მსჯელობა;
·         21- საუკუნის ყველაზე დიდ პრობლემაზე წყლის დაბინძურების შედეგებზე და  უმიზნოდ ხარჯვის შედეგებზე  დაფიქრება და მსჯელობა.
·         შექმნან რესურსი რომელიც მათ თანატოლებსაც დაეხმარებათ ცოდნის მიღებაში.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

  აქტივობა 1.
საორგანიზაციო საკითხები
გაკვეთილის მიზნისა და შეფასების პრინციპების გაცნობა.
აქტივობის მიზანი მოსწავლეთა მობილიზება გაკვეთილისთვისმათთვის სწავლების ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფა, რომელიც უკავშირდება საგაკვეთილო  მოტივაციის ზრდას.
აღწერამასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემასმიზანსესაუბრება რა მეთოდებსა და რესურსებს გამოიყენებს მიზნის მისაღწევადრა შედეგს ელის გაკვეთილის ბოლოსმოსწავლის შეფასების რუბრიკებს და შეფასების ფორმებს.  უხსნის რომ გაკვეთილის მიდინარეობს პროცესში ერთობლივად ჩაინიშნავენ იმ დასკვნებს რასაც გაკვეთილის მსვლელობისას გააკეთებენ გამოფენენ სკოლის დერეფანში რათა გაეცნონ მათი თანატოლებიც.
ვერბალური მეთოდი
საერთო საკლასო





3
2


აქტივობა 2.
პროვოცირება / თამაში
აქტივობის მიზანი:  წინასაგაკვეთილო განწყობის შექმნა , იგი უკავშირდება მოტივაციის ზრდას და საგაკვეთილო მზაობას. ასევე ლოგიკური კავშირის დამყარებას განვლილ მასალასთან.
აღწერა:  თამაში- ტყუილი თუ მართალი. მასწავლებელს განვლილი მასალიდან კონკრეტული თემის ირგვლივ მომზადებული აქვს კითხვები და მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ ტყუილაია თუ მართალი.

კითხვა-პასუხის მეთოდი.
საერთო საკლასო
მომზადებული კითხვები.
5
3


აქტივობა 3.
წინა გაკვეთილზე კლასის მართვის პროგრამაში გაგზავნილი მასწავლებლის მიერ  Movie maker-ში მომზადებული  ვიდეოგაკვეთილი ,, გავუფრთხილდეთ წყალს,,

რა გავიგეთ რაზე იყო საუბარი, რა პრობლემა დავინახეთ. რა უნდა გავითვალისწინოთ მომავალში. მოსწავლეები გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას და  შევავსებთ კორნელის გრაფას.
აქტივობის  მიზანი:  ინფორმაციულ საკომუნიკაცო ტექნოლოგიების ჩრთულობა საგაკვეთილო პროცესში
ანალიზის, მსჯელობის და დასკვნების გამოტანის უნარის განვითარება.
აღწერა: როგორც ვიცით გაკვეთილის ახსნა მოხდა ვიდეოგაკვეთილის მეშვეობით, თანამედროვე მეთოდის გამოყენებით კერძოდ,  შებრუნებული საკლასო ოთახიმასწავლებელი აკვირდება მოსწავლეებს, ამოწმებს მათ ცოდნას და სხვადასხვა გრაფიკული მაორგანიზებლებით  და აკეთებს დასკვნებს; რა გაიგეს მოსწავლებმა, რა დარჩათ ბუნდოვანი და რა კითხვები გაუჩნდათ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ.
ელექტრონული სწავლების მეთოდი.
საერთო საკლასო
ფორმატზე მომზადეული ვიდეოგაკვეთილის ბოლოს დასმული სამსჯელო კითხვები. დაფაზე გაკრული კორნელის გრაფა.
15
4


აქტივობა 4.
მასწავლებლის მიერ შეთვაზებულ ლექსზე მსჯელობა.
აქტივობის მიზანი:  ამოიცნოს მოსწავლემ ლექსში არსებული მთავარი პრობლემა და გააკეთოს ლოგიკური დასკვნები. იმსჯელოს და განუვითარდეს ეკოლოგიური ცნობიერება.
აღწერა:  მასწავლებელი მოსწავლეებთან იწყებს საუბარს წყლის შესახებ. იგი აღნიშნავს, რომ დედამიწის უდიდესი ნაწილი წყალს უჭირავს, მაგრამ  მიუხედავად ამისა, რატომ უნდა გვეშინოდეს წყლის გამოლევს?
-          თუ ჩაგიყლაპავთ ოდესმე თუნდაც შემთხვევით ზღვის წყალი?
-         როგორი გემო აქვს?
-         სასმელად გამოდგება?
-         რატომ?
მასწავლებელი დაფაზე აკრავს . გურგენიძის ლექსს
 ,, მაინც დანაშაულია,,
შემდეგ კი მიმართავს ბავშვებს:
1.      რატომ იყო დანაშაული ლიას და რეზოს საქციელი?
2.      შენ როგორ მოიქცეოდი?
3.      რა მოხდება რომ იდინოს წყალმა?
თვალსაჩინო, კინესთეტიკური  მეთოდი.
საერთო საკლასო


1.ფორმატზე გამზადებული ლექსი.
2.გლობუსი
12
5


 აქტივობა 5.
გაკვეთილის შეჯამება შეფასება
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა სააზროვნო პროცესების შეფასება, სამ გაკვეთილში დაგროვილი ცოდნის ერთად თავმოყრა
აღწერა:  ფორმატზე გამზადებულია სამკუთხედი.  მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ ის სამი ძირითადი , რაც წყალზე ვისწავლეთ
 (უწყლოდ სიცოცხლე შეუძლებელია, წყალს გაფრთხილება უნდა, დავზოგოთ და გავუფრთხილდეთ სასმელ წყალს)
დემონსტრირების მეთოდი
შეჯამების სამკუთხედი
საერთო საკლასო
რესურსი: ფორმატზე დახაზული სამკუთხედი

 5




გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
ბუნ.II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე :
 · სვამს მარტივ კითხვებს შესასწავლი სხეულის/მოვლენის შესახებ;
 · ამოიცნობს, აღწერს და ახარისხებს სხეულებს ან/და მოვლენებს ილუსტრაციაზე ან რეალობაში;
· ეფუძნება პირად მოსაზრებებს ან/და დაკვირვების შედეგებს დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად;
 · იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას (მაგ. ნახატი, ზეპირმეტყველება, ისტ) საკუთარი მოსაზრებების ან/და კვლევის შედეგების წარდგენისას.
ბუნ.II.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული ბუნებრივი რესურსების დასახელება და მათ მნიშვნელობაზე მსჯელობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე :
 · ჩამოთვლის ბუნებრივ რესურსებს, რომლებსაც იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში (მაგ., წყალი, შეშა, ბუნებრივი აირი) და ლაპარაკობს მათ მნიშვნელობაზე;
· ვარაუდობს, რა შეიძლება მოხდეს ბუნებრივი რესურსების ამოწურვის შემთხვევაში;
 · უზიარებს თანაკლასელებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ იცავს ან/და ზოგავს ბუნებრივ რესურსებს;
 · მსჯელობს, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მდინარის/ტყის საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის ნარჩენებით დაბინძურებამ


შეფასება :    განმავითარებელი შეფასების რუბრიკა:
კრიტერიუმები

ყოველთვის
ხშირად
იშვიათად

მოსწავლე მონაწილეობს , ჩართულია საკლასო აქტივობებში



ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას.




მსჯელობს, ასაბუთებს, გამოაქვს დასკვნები.




დანართი:                                 კორნელის გრაფა
პირველადი კომენტარი
(ფაქტობრივი)

მეორეული კომენტარი
(ემოციური და კრიტიკული)




             

                       

7 комментариев:

  1. წარმატებები ელენე მასწავლებელო...

    ОтветитьУдалить
  2. ელენე, ძალიან ბევრი გიშრომია, მადლობა რომ ასე ორგანიზებულად მუშაობ და გვიზიარებ <3

    ОтветитьУдалить
  3. საინტერესო და აქტუალური თემაა განხილული,მადლობა პრაქტიკის გაზიარებისათვის..წარმატებები!!!!!!!!

    ОтветитьУдалить
  4. არაჩვეულებრივი გაკვეთილი და რესურსი ელენე, ყოცაღ და ჩვენც ძალიან გვეხმაააააარება შენი ბლოგი!

    ОтветитьУдалить