пятница, 19 апреля 2019 г.

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები


კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
სამუშაო შეხვედრების გეგმა

კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზატორის  სახელი და გვარი:
დაწყებითი კლასის წამყვანი მასწავლებელი ელენე ჯელაძე


შეხვედრების თემა:
სამოდელო გაკვეთილის ოთხივე ტიპის  გაცნობა.   გაკვეთილის გეგმის კომპონენტებზე დეტალური მუშაობა.

თემის აქტუალობა:  შეხვედრების თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც, მას შემდეგ რაც  მასწავლებლის სახლმა და დააანონსა, კრედიტების დაგროვება შენარჩუნდებოდა მხოლოდ ამ სასწავლო წელის ბოლომდე  და წინსვლაზე დაინტერესებულ მასწავლებლებს  დაწყებული საქმე უნდა მიეყვანათ ბოლომდე. დაინტერესება ძალიან ბევრი პედაგოგისგან წამოვიდა. ამ შემთხვევაში შეხვედრებზე დამსწრე პედაგოგებს გადაწყვეტილი აქვთ  წინსვლა. მათ მუშაობის პროცესში დაუგროვდათ საკმარისი კრედიტები, შესაბამისად დაიწყეს მუშაობა  მხოლოდ სამოდელო გაკვეთილებსა და კვლევაზე. მუშაობის პროცესში მათ დასჭირდათ ჩემი გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით.  სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე კოლეგებისთვის შემეთავაზებინა ამ თემაზე სამუშაო შეხვედრები რომ მათ მიერ წარმოდგენილი გეგმები და ჩატარებული გაკვეთილები პასუხობდეს დღევანდელ მოთხოვნებს და ასევე სამოდელო გაკვეთილისთვის აუცილებელ პირობებს.  სამუშაო შეხვედრები ემსახურება არა მარტო გაკვეთილის გეგმების  შექმნისა და მისი გამოყენების არეალს, არამედ თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და  საკუთარი პრაქტიკის შეფასებას.        
შეხვედრის მიზანი:     მასწავლებლებმა შეძლონ
Ø  სხვადასხვა ტიპის გაკვეთილის გაცნობა,  გაკვეთილის ფაზების/ეტაპების გააზრება.
Ø  მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნაზე და გამოცდილებაზე აგებული მოქნილი გაკვეთილის  დაგეგმვა;
Ø  გაიაზრონ კონსტრუქტივისტული სწავლების როლი, როგორც პროცესის დაგეგმვის, წარმართვის, შემფასებლის და ფასილიტატორის;
Ø  შექმნან მიზანზე მორგებული შეფასების რუბრიკები
Ø  თანამშრომლობითი ორგანიზაციის კულტურის მიზნით გამოცდილების გაზიარებადა ხელშეწყობა;




სამუშაო შეხვედრები
შეხვედრის N
შეხვედრის  თარიღი
შეხვედრის მიზანი
შეხვედრის თემატიკა/საკითხები
I
შეხვედრა

23.30.2019

სამოდელო გაკვეთილის სტრუქტურის გაცნობა, გეგმის ნიმუშების განხილვა და კონკრეტული კლასის და საგნის სტანდარტის დეტალების განხილვა.
1.      მოთხოვნები რასაც სამოდელო გაკვეთილილისთვის გაწერილი გეგმა უნდა აკმაყოფილებდეს.


2.      ესგ. საჭიროების მორგება შერჩეულ თემატიკაზე
3.      გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა



II შეხვედრა
30.03. 2019
კონსტრუქტივისტული მიდგომების გათვალისწინებით
აქტივობის და რესურსების  შერჩევა  კონკრეტული გაკვეთილებისთვის. მათი მიზნების განსაზღვრა

1.      რამოდენიმე აქტივობის ჩამოწერა და მსჯელობა
2.      აქტივობის მიზნის მორგება, რესურსის შერჩევა და რესურსის მიზნის განსაზღვრა
III
შეხვედრა
06.04.2019
შეფასების რუბრიკების კრტერიუმები, მათი განსაზღვრა და შემუშავება




1. სხვადასხვაგვარი შეფასების რუბრიკის მორგება კონკრეტულ გაკვეთილისთვის.

3 комментария:

  1. შევედრები მართლაც ნაყოფიერი იყო, ბევრის მომცემი

    ОтветитьУдалить
  2. ძალიან მიხარია რომ ეს პროექტი განხორციელდა ჩვენს სკოლაში :) :)

    ОтветитьУдалить
  3. როგორი ნაყოფიერი შეხვედრები იყო, დიდი მადლობა ელენე ამისთვის!

    ОтветитьУдалить