ვიდეოგაკვეთილი
სსიპ ქალაქ თბილისის
#147 საჯარო სკოლის
პედაგოგის ელენე ჯელაძის
სასწავლო ელექტრონული რესურსის რეფლექსია
ჩემ მიერ მომზადებული ელექრტონული რესურსი, კერძოდ ვიდეოგაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში (თემა - ,, წყლის დაბინძურება, გავუფრთხილდეთ წყალს!
,,) მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ. იხ. https://drive.google.com/drive/folders/1R2sg25s0y-OBOsk2Wji1vlrGPfED5vkZ
ვიდეოგაკვეთილის მიზანია:
·
მოსწავლეებს დავეხმარო სახელმძღვანლოში მოცემული მასალის უკეთ აღქმაში.
·
ასევე, შეძლონ ისტ-ის ტექნოლოგიების ინტეგრაცია საგაკვეთილო პროცესში.
·
ჩამოუყალიბდეთ 21-საუკუნის
უნარჩვევები,
კერძოდ,
წიგნიერების,
ციფრული წიგნიერების და ეკოლოგიური წიგნიერების მიმართულებებით.
როგორც ვიცით, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული. შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ არის , არამედ მას თავად შეუძლია სასწავლო შინაარსის მოდიფიცირება და შექმნაც კი. ყოველივე ეს კი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე, კონსტრუქტივისტურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ. რესურსი ხელს
უწყობს დასახული სასწავლო მიზნის/მიზნების
სრულად მიღწევას.
რესურსი შექმნილია
მეორეკლასელებისთვის. აღსანიშნავია
მათი ასაკობრივი თავისებურებები, მათ აქვთ თვალსაჩინო ხატოვანი აზროვნება და უკეთ იმახსოვრებენ
ამ ტიპის გაკვეთილიდან მიღებულ ინფორმაციას.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე დღეს წარმოუდგენელია გაკვეთილის
ჩატარება.
ვიდეოგაკვეთილი
შინაარსობრივად გამართულია, კარგად არის ორგანიზებული და თანამიმდევრულია. საგაკვეთილო
პროცესში იგი ლოგიკურადაა გამოყენებული საკითხავ მასალასთან ერთად.
სასწავლო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს. ჩემი მოსწავლეებისთვის სწორედ ამ უნარების განვითარება იყო ჩემი მიზანიც. კერძოდ:
·
საგანთა
შორის კავშირების წარმოჩენას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დაწყებით
საფეხურზე, როდესაც სასწავლო დისციპლინების უმეტესობა ისწავლება ინტეგრირებულად.
·
შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას.
·
ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას. ასეთებია, მაგალითად: ინფორმაციის გააზრებისა და ერთი ფორმატიდან მეორეში
გადაყვანის უნარი. სივრცული წარმოდგენა; თანამშრომლობის უნარ-ჩვევები; სამუშაო სივრცის მომზადებისა
და საჭირო საშუალებების შერჩევის უნარი.
ვიდეოგაკვეთილი
დავგეგმე იმ საჭიროებებზე, რისი აუცილებლობაც
დავინახე. მივიჩნიე, რომ მასალის ახსნის
დროს სახელმძღვანელოში არსებულ
საინფორმაციო ტექსტს უფრო საინტერესოს გახდიდა ჩემი მხრიდან მიწოდებული დამატებითი
რესურსი, კერძოდ,
ვიდეოგაკვეთილი. ეს ყოველივე კი გაამრავალფეროვნებდა
მოსწავლეთა აღქმის უნარს. მოსწავლეები ნახავდნენ რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს
კაცობრიობა ადამიანის დაუდევრობით, იმსჯელებდნენ და განუვითარდებოდათ მსჯელობის, დასაბუთების,
ურთიერთმოსმენის, სხვისი აზრის პატივისცემის უნარი.
მოსწავლეებისთვის მოსახერხებელია ამგვარი მუშაობა. ისინი სხდებიან სახლში და უყურებენ იმ ვიდეოგაკვეთილს, რომელიც მათ მასწავლებელმა მისცა . მოსწავლე ჩვეული ტემპით მუშაობს. ეხსნება დაძაბულობა, რადგან მას შეუძლია , წინ გადადაახვიოს ვიდეომასალა, თუ მისთვის ძლიან მარტივია და ყურადღება გაამახვილოს იმ ადგილზე, რაც ბუნდოვანი იყო. მათ აქვთ მეტი დრო უკეთ გაიაზრონ
ახალი მასალა, სტრესის და დაძაბულობის
გარეშე შეასრულონ საშინაო დავალებად მიცემული კოგნიტური სქემები. ბავშვი ნაკლებად
ფიქრობს -ვაითუ სხვამ მომასწროს. მას აქვს ყველა პირობა იმისთვის რომ გააზრებული
პასუხი მოიტანოს მეორე დღისთვის.
რესურსის
გამოყენება სხვადასხვა დროს შეიძება ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე . მაგლიად
კონკრეტულად ამ გაკვეთილის გარდა შეგვიძლია გამოვიყენოთ ,,როგორ ცვლის ადამიანი
ბუნებას,, ასევე მე და საზოგადოების სხვადასხვა თემის შესწავლის დროს.
ვიდეოგაკვეთილი გავუზიარე კოლეგებს და ასევე
მათაც შეეძლოთ გამოეყენებინათ ამ თემის შესწავლის დროს.
ოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ გაკვეთილში. კიდევ ერთი დადებითი რაც ამგვარ ვიდეოგაკვეთილს ახლავს ისაა რომ, ჩვენების დროს შესაძლებელია გამოვიყენოთ კადრის შეჩერება, რომელიც ხელს უწყობს პარალელურად მრავალი საინტერესო კითხვის დასმას და მსჯელობას. საინტერესოა საკითხის ირგვლივ ვარაუდების მოსმენაც. ეს ყველაფერი კი არის გარანტი მოტივაციის ამაღლებას და მუდმივ სტიმულირების ,რადგან იქმნება მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალა. მოსწავლეებმა შეძლეს გეგმით განსაზღვრულ შედეგებზე გასვლა. რაც მთავარია, ვიდეოგკვეათილის გამოყენებამ უზრუნველყო მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და გაუადვილა მათ სასწავლო ამოცანების შესრულება. არანაირი პრობლემა რესურსის გამოყენებისას არ შექმნია კლასს,
პირიქით მათ მთხოვეს ამგვარი ვიდეოგაკვეთილების შექმნა. ასევე
ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თნამედროვე
მეთოდით მუშაოაბა. ვნახე რა,
მოსწავლეთა სრული ჩართულობა, მათი მონდომება და
დამოკიდებულება ვიდეოგაკვეთილისადმი, აღმეძრა მოტივაცია, რომ მომავალშიც
გავაგრძელო მუშაობა ინოვაციური მეთოდებით და აქტიურად დავნერგო ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
ელექტრონული რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
ჩემს
მიერ გამოყენებული რესურსი კერძოდ, ვიდეოგაკვეთილი მე პირდად მეთოდის, შებრუნებული საკლასო ოთახით
ჩატარებულ გაკვეთილზე გამოვიყენე. თუმცა მინდა
ავღნიშნო რომ სამივე ფაზაზე
შეიძლება მისი გამოყენება.
პროვოცირების ფაზაზე გონებრივი იერიშის გზით მოსწავლეები ვიდეოგაკვეთლში მოცემული
ინფორმაციის დაყრდნობით გამოთქვამენ ვარაუდებს, აღწერენ რას ხედავენ , გააქტიურდება მათი წინარე ცოდნა ნაცნობ
სიტუაციებთან დაკავშირებით. მეორე ფაზაზე მასწავლებელი მინი ლექციით გააცნობს კლასს მოკლე
ინფორმაციას 21-ე საუკუნის პრობლემის შესახებ და უკეთ გაააზრებისთვის
დაურთავს ვიდეოგაკვეთილს. და ბოლოს, მესამე ფაზაზე მოსწავლეებმა უნდა
გაიაზრონ ახალი მასალა რესურსის მიხედვით,
მათ ესა თუ პრობლემა უნდა დააკავშირონ საკუთარ
გამოცდილებას და გააცნოობიერონ პირადი პასუხისგებლობა. მისი გამოყენება შეგვიძლია ხვადასხვა
დროს სხვადასხვა დანიშნულებით როგორც ბუნებისმეტყველების ასევე ქართულის გაკვეთილზე
როდესაც გაკვეთილის მიზანი კავშირში იქნება აღნიშნულ მასალასთან, როდესაც გვინდა მსწავლეს
ჩამოუყალიბდეს გარემოსადმი
ჯანსაღი დამოკიდებულება , გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა, შეძლოს მონაწილეობა
მის დაცვასა და აღდგენაში. ასევე ე და საზოგაადოების
გაკვეთილზე.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მ. ხეთაგურის მოთხრობის მიხედვით შექმნილი
კომიქსი
,, რა ჩემი საქმეა,,
მ. ხეთაგურის მოთხრობის მიხედვით შექმნილი
კომიქსი
,, რა ჩემი საქმეა,,
ძალიან მომეწონა,წარმატებებს გისურვებთ!
ОтветитьУдалитьმიხარია თუ მოგეწონათ <3
Удалитьძალიან საინტერესო რესურსია,ძალიან მომეწონა..თუ თქვენი თანხმობა იქნება გამოვიყენებ გაკვეთილზე...
ОтветитьУдалитьრა კარგია, სიამოვნებით გამოვიყენებ მეც.
ОтветитьУдалитьყოჩაღ, ლენე!
ОтветитьУдалитьყოჩაღ, გამოვიყებებ <3
ОтветитьУдалитьdzalian saintereso resursia,romelsac gamoviyeneb
ОтветитьУдалитьძალიან კარგი და საინტერესო რესურსია,გამოყენებადი კოლეგებისათვის,სრულყოფილადაა ჩამოყალიბებული წყალთან დაკავშირებული პრობლემები.ვფიქრობ,მოსწავლეებს მუდამ შეახსენებსრესურსის შექმნის მიზანს,რომ წყალს გაფრთხილება სჭირდება...წარმატებები!
ОтветитьУдалитьსაინტერესო რესურსია,გამოვიყენებ საბაზო საფეხურზე კლასის საათზე,მადლობა,წარმატებები
ОтветитьУдалитьძალიან მოეწონა ჩემს შვილს, ბევრჯერ უყურა!
ОтветитьУдалитьძლიან მოეწონა ჩემს შვილს, ელენე მასწავლებელო კარგია ასეთი მეთოდებით თუ ისწავლიან ტექსტებს. თქვენ ძალიან ბევრს შრომობთ.
ОтветитьУдалитьელენე მე გამოვიყენე ჩემს კლასში, არაჩვეულებრივი რესურსია!
ОтветитьУдалитьმაგარია მომეწონა
ОтветитьУдалитьელენე, აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს მოსწავლეებთან, მადლობა აქვეყნებთ და ხელმისაწვდომია
ОтветитьУдалить