სსიპ ქალაქ თბილისის #147 საჯარო სკოლის პედაგოგის
ელენე ჯელაძის სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
ბუნებისმეტყველება
,, წყალი ბუნებაში, გავუფრთხილდეთ წყალს!,,
გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი კომპეტენციის განვითარება
Ø სამოდელო გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში (თემა - ,,წყალი ბუნებაში, გავუფრთხილდეთ წყალს,,) მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ. ჩემი გაკვეთილის მიზანია:
· შეძლონ ვიდეოგაკვეთილში არსებული პრობლემის დანახვა და დასმულ კითხვებზე მსჯელობა;
· 21- საუკუნის ყველაზე დიდ პრობლემაზე წყლის დაბინძურების შედეგებზე და უმიზნოდ ხარჯვის შედეგებზე დაფიქრება და მსჯელობა.
· შექმნან რესურსი რომელიც მათ თანატოლებსაც დაეხმარებათ ცოდნის მიღებაში.
მიღებული ცოდნის საფუძველზე დაამყარონ კავშირი როგორც ვიდეოგაკვეთილიდან ასევე საკითხავ მასალასთანაც. იმსჯელონ და შეაფასონ ადამიანის ქმედებები და დავინახოთ მოსალოდნელი საფრთხეები.
შეძლონ ისტ-ის ტექნოლოგიების ინტეგრაცია საგაკვეთილო პროცესში.
§ ჩამოუყალიბდეთ 21-საუკუნის უნარჩვევები, კერძოდ,ეკოლოგიური წიგნიერება (გარემოსადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა, შეძლოს მონაწილეობა მის დაცვასა და აღდგენაში.
§ ციფრული წიგნიერება (ქსელური ძიების უნარი)
§ სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია (კონსტრუქციული თნამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, პრობლემის მოგვარება)
მას შემდეგ, რაც გავიარე ტრენინგი შსო ( შებრუნებული საკლასო ოთახი), ვფიქრობდი, აქტიურად გამომეყენებინა ჩემს საკლასო ოთახში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რათა ჩემი მოსწავლეებისთვის უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ყოფილიყო სასწავლო პროცესი. ასევე აქტუალურია და აუცილებელია მოსწავლე დაეუფლოს 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განვუვითაროთ პრიოტიტეტული გამჭოლი კომპეტენციები ,რომელიც მოიცავს იმ ძირითად ცოდნასა და უნარებს, რომელთა გამომუშავებასა და განვითარებას ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგნის სწავლება სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად.
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების დასაუფლებლად აუცილებელია სასწავლო პროცესში საგანთშორისი კავშირების დამყარება. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს, რომ მან ერთ რომელიმე საგანში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს.
მეთოდს ბევრი დადებითი მხარე აქვს. შებრუნებული საკლასო ოთახის სტრუქტურა მოსწავლის ინდივდუალურ შესაძლებლობის საშუალებას იძლევა, რომ ყველა მათგანმა საკუთარი ტემპით იმუშაოს. მოსწავლეებს აქვთ საშუალება რამდენიმეჯერ უყურონ ვიდეოგაკვეთილს და უკან დაუბრუნდეს იმას, რაც კარგად ვერ გაიგო. ასევე ხდება მშობლის საგაკვეთილო პროცესში ჩართვა, რადგან ხშირად, მშობელი ბავშვთან ერთად უყურებს
ვიდეოგაკვეთილს. აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალური სჭიროების მქონე მოსწავლეს ჩართვის მეტი საშუალება აქვს ამგარ გაკვეთილში. იზრდება მოსწავლეთა შორის ინტერაქცია, ისინი აცნობიერებენ, რომ გუნდში უკეთესად მუშაობენ და იზრდება თანამშრომლობა სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ შევარჩიე ეს თანამედროვე მეთოდი და, ამავე დროს, მივიჩნიე რომ გაკვეთილის თემაც ,, წყლის დაბინძურება, გავუფრთილდეთ წყალს ,, საკმაოდ აქტუალურია დღესდღეობით.
ვიდეოგაკვეთილიც დავგეგმე იმ საჭიროებებზე, რისი აუცილებლობაც დავინახე. მივიჩნიე, რომ მასალის ახსნის დროს სახელმძღვანელოში არსებულ საინფორმაციო ტექსტს უფრო საინტერესოს გახდიდა ჩემი მხრიდან მიწოდებული დამატებითი რესურსი, კერძოდ, ვიდეოგაკვეთილი. ეს ყოველივე კი გაამრავალფეროვნებდა მოსწავლეთა აღქმის უნარს.
შედეგები: მოსწავლეებმა შეძლეს გეგმით განსაზღვრულ შედეგებზე გასვლა.
Ø დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი, შფასების რუბრიკა და ასევე ჩემი მოლოდინები. ცხადია როდესაც ისინი ინფორმირებულნი არიან უფრო მობილიზებულად და თავდაჯერებულად მუშაობენ. გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა უზრუნველყო მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და გაუადვილა მათ სასწავლო ამოცანების დაძლევა. ბავშვებს ძალიან მოეწონათ აქტივობა ,,ტყუილი თუ მართალი,, რაც კარგად მეხმარება მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრაციაში.
მესამე აქტივობაში მოსწავლეების ჩართულობა იყო მაქსიმალური ვიდეოგაკვეთილის და ახალი მასალის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში ბავშვებმა არგუმენტირებულად ისაუბრეს და გამოავლინეს შესწავლილი მასალის გაგება - გააზრების მაღალი დონე. ხალისით მიიღეს ის რჩვები, რაც მათ ერთმანეთს გაუზიარეს. ამ აქტივობით მათ განუვითარდათ მსჯელობის, დასაბუთების და ის სოციალური უნარები რაც მათთვის ამასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია, კეძოდ, მოსმენა და სხვისი აზრის პატივისცემა.
შემდეგ აქტივობაში წავიკითხეთ და განვიხილეთ ლექსი ,, მაინც დანაშაულია,, ლექსი მოსწავლეებს მივაწოდე თვალსაჩიოებასთან ერთად, რაც დაეხმარა ლექსის უკეთ გააზრებაში და ეს ყველაფერი ერთად კი, იმ დასკვნების გამოტანაში რაც ამ გაკვეთილის მიზნის მიღწევაში დამეხმარა.
ბოლოს გაკვეთილი შევაჯამეთ აქტივობით ,შეჯამების სამკუთხედით,,სადაც მოსწავლებმა გამოიტანეს სამი ძირითადი დასკვნა, რაც ამ გაკვეთილზე გავიგეთ. ასევე ფერად წებოვან ფურცლებზე ყველა მოსწავლემ დაწერა რა რჩევას მისცემდა თანატოლებს. ამ აქტივობის შესრულების დროს თვალში საცემი იყო, მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გრძნობა, რადგან მათ იცოდნენ რომ ამ ფორმატს გაკვეთილის ბოლოს სკოლის დერეფანში გამოვაკრავდით.
Ø გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა არ დამჭირვებია გეგმის მოდიფიცირება, მსვლელობის დროს გეგმა არ შემიცვილა.
Ø რათქმაუნდა მსვლელობის დროს ყურადღებას ვაქცევდი ყველა იმ დეტალს რაც ხელს შემიშლიდა, რათა მომავალი გაკვეთილის დაგეგმვის დროს ყველა დეტალი გამეთვალისწინებია. რაც თვალში საცემი იყო, მიუხედავად იმისა რომ ხშირად ვატარებ საჩვენებებლ გაკვეთილებს მაინც მქონდა მცირე დაძაბულობა. ამ კითხით კიდევ ბევრი უნდა ვიმუშავო საკუთარ თავზე, რაშიც კრიტიკულ მეგობარს ვთხოვ დამეხმარება. ასევე მინდა აღვნიშნო რომ მსვლელობის დროს გამიჭირდა პასიური მოსწავლის ჩართვა. გაკვეთილი მიმდინარეოდა საერთო საკლასოდ, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი მათ პასიურობას. შემდეგში დავგეგმავ ისეთ აქტივობას სადაც, მათი მეტი ჩართულობა იქნება აუცილებელი ჩემთვის ძალიან საინტერესო და შედეგიანი იყო ამ გაკვეთილის ჩატარება. აღმეძრა მოტივაცია, რომ მომავალშიც გავაგრძელო მუშაობა ინოვაციური მეთოდებით და აქტიურად დავნერგო ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
გაკვეთილის ბოლოს გავიზიარე კოლეგის/ების აზრი მივიღე მათი რჩევები და ასევე შევავსე მასწავლებლის კითხვარი, რაც შემდეგი მუშაობის დროს ხარვეზების აღმოფხვრაში დამეხმარება.
სსიპ
ქალაქ თბილისის #147 საჯარო სკოლის პედაგოგის
ელენე ჯელაძის სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
საგანი-ქართული
ენა და ლიტერატურა/მათემატიკა
გაკვეთილის ტიპი-ინტეგრირებული
ü 04.04.2019 ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი ქართულ
ენასა და ლიტერატურაში, სადაც ინტეგრირება მოვახდინე საგან -მათემატიკასთან.
გაკვეთილის თემა: ,,უცნაური პირობა,, -ავტორი ზურაბ
ვახანია
გაკვეთილის მიზანი:
·
მოსწავლემ გაიგოს , გაიაზროს ახალი მასალა
·
ხელი
შევუწყო მათ ლოგიკური აზროვნების
განვითარებას რათა, გამოუმუშავდეს ცხოვრებისეული
პრობლემების მოგვარების დროს არჩევანის გაკეთების
უნარი, რაც დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში.
·
შეძლოს
ურთიერთთანამშრომლობა
თანატოლებთან
და შეძლოს საგანთა
ინტეგრაცია. მათემატიკაში
შესწავლილი კონკრეტული საკითხების გადაჭრისას
წარმოქმნილი წინააღმდეგობების ალტერნატიული
გზების
და ხერხების მოშველიება ქართული ენის გაკვეთილზე.
გაკვეთილის დაგეგმის დროს გავითვალისწინე ყველა ის აქტივობა,
რაც ამ ასაკის
ბავშვებისთვის იყო მისაღები, რაც მათ გონებრივ განვითარებას შეესაბამებოდა.
გამოვიყენე სწავლების ისეთი მეთოდები, რაც გაკვეთილის მიზნის მიღწევაში დამეხმარებოდა.
მაგ.
ვერბალური, სწავლა მიგნებით -სოკრატული
მეთოდი დემონსტრირების
,კითხვა-პასუხის და პრაქტიკული მეთოდები. გაკვეთილი დავგეგმე მრავალფეროვანი თვალსაჩინოების გამოყენებით
და ველოდებოდი, რომ ამით გაკვეთილი სახალისო იქნებოდა ,რადგან ვიცი, რომ ამ ასაკის
ბავშვებისთვის ასეთ ტიპის დავალებები საინტერესოა. გავითვალისწინე მათი ასაკის შესაბამისი
ინტერესები და რესურსიც სწორედ იმის მიხედვით
მოვამზადე. მიზანი მიღწეულია, მოსწავლეებმა შეძლეს გეგმით განსაზღვრულ შედეგებზე
გასვლა.
ü გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს
გავაცანი გაკვეთილის თემა, შეფასების რუბრიკა
და ვთხოვე მიზნის განსაზღვრაში დამხმარებოდნენ. რა იქნებოდა ჩემი მოლოდინი, თუ რა შედეგს ველოდებოდი გაკვეთილის
ბოლოს. ამით მოსწავლებს განუვითარდათ, დაფიქრების, ლოგიკური აზროვნების და ვარაუდების
გამოთქმის უნარი.
წინასაგაკვეთილო განწყობის შესაქმნელად
გამოვიყენე პროვოცირება, მოსწავლეებს წავუკითხე უკვე შესწავლილი მორის ფოცხიშვილის
ლექსი ,,მეგობრობა,, და ვთხოვე გამოეთქვათ ვარაუდები რატომ გავიხსენე ეს ლექსი, რაზე
შეიძლება ყოფილიყო დღევანდელი ჩვენი გაკვეთილი. აქტივობამ მოსწავლეებს აუმაღლა მოტივაცია და ხელი შეუწყო მათ ინტერაქციას და ჩართულობას.
ცდილობდნენ რომ მობილიზებული ყოფილიყვნენ მთელი გაკვეთილის განმავლობაში. ისინი მართლაც
იყვნენ ყურადღებით, მსჯელობდნენ, დასმულ კითხვებზე სცემდნენ შესაბამის პასუხებს. ახალი
მასალის ახსნისას გამოყენებულმა მეთოდებმა, სამოდელო კითხვამ (საჩვენებელი კითხვა)
უზრუნველყო მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა კითხვის პროცესში, ამ მეთოდის გამოყენება მოსწავლეს აძლევს
საშუალებას დააკვირდეს მასწავლებელს როგორ
კითხულობს, გაითვალისწინოს ხმის ტემბრი, ინტონაცია, სასვენი ნიშნები . ანუ მასაწავლებელი არის მაგალითის მიმცემი. ამავე
დროს ხელს უწყობს თვალით გაწაფული კითხვის
უნარის გავითარებას.
ჯგუფური მუშაობის დროს მიცემული დავალება მოითხოვდა მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამოყენებას, რათა სწორი დასკვნები გაეკეთებინათ ქართულის გაკვეთილზე.
ეს დავალება, ანუ #5 აქტივობა, ჩემთვის ყველაზე
მნიშვენელოვანი იყო. სწორედ ამ აქტივობით მოვახდინე
ქართული-მათემატიკის ინტეგრირება. ამ ტიპის აქტივობით ბავშვებს ვაჩვენე რამდენად საჭიროა
საგნებს შორის კავშირების დამყარება. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საგანში ნასწავლი მასალის გახსენება და მისი გამოყენება მიზნის მისაღწევად.
ასევე შეიძინეს ჯგუფური მუშობისთვის საჭირო სოიალური უნარ-ჩვევები, რაც მათ მთელი ცხოვრების
მანძილზე ესაჭიროებათ საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის. მოსწავლეები ბოლოს, წარსდგნენ
პრეზენტაციით. მე-2 კლასელთა შესაფერისი ლექსიკით ასაბუთებდნენ თავიანთ მოსაზრებას.
პარალელურად ვეხმარებოდი და ვაძლევდი უკუკავშირს, რაც მათ უვითარებდა პრეზენტაციის უნარს. ამგვრი მუშაობით ისინი უფრო გაბედულნი ხდებიან
და ეს აქტივობა მათ ამზადებს სხვა დროს სხადასხვა
ჯგუფების წინაშე წარსდგენისთვის.
მოსწავლეებმა შეაჯამეს გაკვეთილი და ძალიან ლოგიკური
დასკვენები გააკეთეს. ფაქტობრივად უშეცდომოდ ამოიცნეს ავტორის მთავარი სათქმელი, დაასაბუთეს
რაში გამოვიყენებთ მომავალში დღევანდელ გაკვეთილზე მიღებული ცოდნას. ამ აქტივობით მათ
განუვითრდათ ლოგიკური აზროვნება და დასკვების გამოტანის უნარ-ჩვევა.
ü გაკვეთილი
გეგმის მიხედვით წარიმართა, არ დამჭირვებია გეგმის მოდიფიცირება. თუმცა მზად მქონდა სათადარიგო აქტივობაც.
ü გაკვეთილის მსვლელობის დროს ყურადღებას ვაქცევდი
დეტალებს, თუ რა პრობლემა შემექმნებოდა, რომ შემდეგი გაკვეთილის დაგეგმვის დროს გამეთვალისწინებინა.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ბევრ სიახლეს ვცნობი, ვკითხულობ და
ხშირად ვატარებ საჩვენებელ გაკვეთილს , მაინც
მქონდა განცდა იმისა, რომ ყველაფერი კარგად წარმართულიყო და არ გამომრჩენოდა რაიმე
დეტალი. გაკვეთილის ბოლოს მივიღე უკუკავშირი
შეფასების ჯგუფისგან. კარგი იქნებოდა რამოდენიმე
მოსწავლეთა შეფასების დროს უფრო დეტალურად დამეკონკრეტებინა თუ რატომ და რისთვის ვაფასებდი
ასე. მათ რჩევას გავითვალისწინებ ჩემს შემდგომ გაკვეთილებზე, რაც ხელს შეუწყობს ჩემი
მუშაობის უკეთ წარმართვას.
საინტერესო გაკვეთილი ჩანს, დიდი მადლობა გაზიარებისთვის <3
ОтветитьУдалитьდიდ მადლობა ასეთი კარგი გამოცდილების გაზიარებისთვის,ელენე
ОтветитьУдалитьმადლობა <3
ОтветитьУдалитьმადლობა გაზიარებისთვის, იმისთვის რომ სხვასაც ეხმარებით
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა ელენე, გამოვიყენებთ!
ОтветитьУдалитьელენე კარგია რომ აქვეყნებთ ყველაფერს.
ОтветитьУдалитьგაკვეთილი ძალიან საინტერესო ინტერაქტიული და ხალისიანი იყო.
ОтветитьУдалить