სამოდელო გაკვეთილი
ინტეგრირებული ქართული/ მათემატიკა
II კლასი
გაკვეთილის თემა: ,, უცნაური პირობა. ავტორი ზურაბ ვახანია.
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის
სახელი გვარი: ელენე ჯელაძე
საგანი:
ქართული ენა და ლიტერატურა / მათემატიკა
სწავლების
საფეხური/კლასი: მე-2 კლასი
გაკვეთილის
თემა: ,, უცნაური
პირობა,, ავტორი : ზურაბ ვახანია
გაკვეთილის
ტიპი: ინტეგრირებული
გაკვეთილის
მიზანი:
·
მოსწავლემ გაიგოს , გაიაზროს ახალი მასალა
·
ხელი შევუწყო მათ ლოგიკური აზროვნების განვითარებას
რათა, გამოუმუშავდეს ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარების დროს არჩევანის გაკეთების უნარი, რაც დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში.
·
შეძლოს
ურთიერთთანამშრომლობა
თანატოლებთან და შეძლოს საგანთა
ინტეგრაცია. მათემატიკაში შესწავლილი კონკრეტული საკითხების გადაჭრისას წარმოქმნილი წინააღმდეგობების ალტერნატიული
გზების და ხერხების მოშველიება ქართული ენის გაკვეთილზე.
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი / მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1.
|
საორგანიზაციო საკითხები-
აქტივობის მიზანი: გაკვეთილის თემის/ მიზნის გაცნობა და შეფასების კრიტერიუმების გახსენება. აქტივობის აღწერა:
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი
მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას და მოსწავლეთა დახმარებით ჩამოაყალიბებს გაკვეთილის
მიზანს.
|
ვერბალური მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
ფლიპჩარტზე გამზადებული თემა /მიზნები,
შეფასების რუბრიკა.
(თვალსაჩინოებისათვის) |
3წ
|
2.
|
აქტივობა 2.
პროვოცირება/ გამოწვევა
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება, ვარაუდების გამოთქმა.
აღწერა: მასწავლებელი კითხულობს უკვე შესწავლილ ლექსს
ირემმა ირემს....
_თქვენი აზრით რატომ
გამახსენდა, რა თემაზე შეიძლება იყოს ჩევნი გაკვეთილი?
|
ვერბალური მეთოდი.
|
საერთო საკლასო
|
5
წ
|
|
3
|
აქტივობა 3.
ახალი მასალის
ახსნა.
,,უცნაური პირობა,,
ტექსტის კითხვა.
აქტივობის
მიზანი: ახალი მასალის გაცნობა.
აღწერა:
მასწავლებელი
კითხულობს ტექსტს მასწავლეები ყურადღებით აყოლებენ თვალს. შემდეგ მოსწავლეები წაიკიხავენ .
|
სამოდელო
კითხვის მეთოდი
|
საერთო
საკლასო
|
სახელძღვანელო
|
5 წუთი
|
4
|
აქტივობა
4
კითხვა- პასუხი.
აქტივობის მიზანი: მასწავლებელმა
დააზუსტოს რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა ტექსტის შინაარსი.
აღწერა: მასწავლებელი სვამს კითხვებს და
გამოსაძახებელი ჩხირებით აპასუხებინებს ბავშვებს
-
ვინ არიან მოთხრობის
პერსონაჟბი?
-
სად მიდიოდნენ?
-
რა შეხვდათ მათ?
როგორ მოიქცნენ ბიჭები
|
ვერბალური
მეთოდი
|
საერთო
საკლასო
|
მომზადებული
კითხვები, გამოსაძახებელი ჩხრები
|
4წუთი
|
5
|
აქტივობა 5.
ჯგუფური მუშაობა
აქტივობის მიზანი: უნარების : ერთობლივად მსჯელობის, არჩევანის გაკეთების; გადაწყვეტილების მიღების;დასკვნების გამოტანის და გუნდის წინაშე პასუხისმგებლობის
ხელშეწყობა.
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს შეასენებს ჯგუფური
მუშაობის წესებს უხსნის ბავშვებს იმისათვის რომ დავალებას გაართვან თავი აუციებელია
მათემატიკური გამოთვლა/გათვლა მოიშველიონ. დაფიქრდნენ, იმსჯელონ და წაროადგინონ პასუხი
მაგალითის, ნახატის, ჩანახატის სახით. მასწავლებელი
სვამს კითხვას.
-როგორ ჯობდა მოქცეულიყვენ მეგობრები?
-რა შემთხვევაში დარჩებოდნენ უფრო მოგებული?
|
სწავლა
მიგნებით
სოკრატული
მეთოდი
|
ჯგუფური
|
წიგნი,
ფურცელი, ფანქრები
ქვიშის
საათი
|
10
წუთი
|
6
|
აქტივობა 6
პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი: ნამუშევრების, თავიანთი ჯგუფის
მიგნების გაცნობა თანატოლებისთვის.
აღწერა: მოსწავლეები დროის ამოწურვის შემდეგ
შეწყვეტენ მუშაობას და მოემზადებიან პრეზენტაციისთვის
თუ ვერცერთი
ჯგუფი ვერ გასცემს სწორ პასუხს მასწავლებელი თვალსაჩინოების
გამოყენებით უჩვენებს ბავშვებს სწორ ვარიანტს.
|
ვერბალური
მეთოდი
|
ჯგუფური
|
მოსწავლეთა
ნამუშევრები
|
8
წუთი
|
7
|
აქტივობა: 7 გაკვეთილის შეჯამება და შეფასება-
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეაჯამონ და შეაფასონ მიღებული ცოდნა.
აქტივობის
აღწერა:
მასწავლებელი შეკითხვებით და შეფასების
პირამიდის გამოყენებით შეაჯამებს გაკვეთილს. ხდება მოსწავლეთა შეფასება წინასწარ
შემუშავებული რუბრიკის მიხედვით
|
კითხვა-პასუხის მეთოდი.
|
საერთო საკლასო
|
შეფასების რუბრიკა, შეფასების პირამიდა.
|
3წ
|
ესგ-სთან შესაბამისობა:
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø
ამოიცნობს სამეტყველო სიტუაციის ადრესანტს (ვინ ლაპარაკობს), ადრესატს (ვის ელაპარაკებიან) და საუბრის თემას
Ø
სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
Ø
ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, ნიშან-თვისებებს);
Ø
საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის ეპიზოდის შინაარსს (ილუსტრაციბის, სხვა საყრდენების გამოყენებით);
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება დასაკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø გამოხატავს პირად დამოკიდებულებას მხატვრული ტექსტების პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
Ø გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა. შ.)
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
Ø დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს;
Ø ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს
და იგებს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტებს;
Ø ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს
ტექსტში, იცავს პაუზას;
Ø სათანადო ინტონაციით გამოხატავს წინადადების მოდალობას
(თხრობითი, კითხვითი ბრძანებითი წინადადებების);
აგრძელებს
სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული
სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და
არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის)
ურთიერთადაკავშირება.
შედეგი თვალსაჩინოა
თუ:
Ø ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რომელ დღეს
და რომელ საათზეა ესა თუ ის მულტფილმი, კვირაში რამდენჯერ არის ჭადრაკის წრე და სხვ.);
Ø თანამიმდევრულობის დაცვით,
საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს წაკითხული ტექსტის/ტექსტის
მონაკვეთის შინაარსს;
Ø პოულობს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში ილუსტრაციის
შესაბამის ეპიზოდს;
Ø
ილუსტრაციის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის
შესახებ.
ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი
სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
Ø კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ
შეცდომებს;
მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს
თვლა, რიცხვები, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø სხვადასხვა საგნების
ან მათი გამოსახულებების მეშვეობით ასრულებს შეკრების და გამოკლების ოპერაციებს, ასაბუთებს
ან ადგენს მოქმედების შედეგს (მაგალითად,"რამდენით გაიზარდა, შემცირდა?");
მათ. II.5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების
გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø ამოცანის პირობის მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა არის მოცემული და რა არის
საძებნი;
Ø მარტივი ამოცანის ამოსახსნელად ირჩევს შესაბამის მოქმედებას და მისი შესრულების ხერხს;
ჯგუფური მუშაობის შეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმი
|
ყველთვის
|
ზოგჯერ
|
იშვიათად
|
იცავენ ჯგუფური მუშაობის
წესებს
|
|||
ჯგუფმა
დავალებას გაართვა თავი
|
|||
ისმენს სხვა ჯგუფის პრეზენტაციას
.
|
|||
დაიცვეს დროის
ლიმიტი პრეზენტაციის დროს
|
შეფასება: განმავითარებელი
კრიტერიუმები
|
ყოველთვის
|
ხშირად
|
საჭიროებს დახმარებას
|
მოსწავლეს შეუძლია უცნობი ტექსტის გაგება- გააზრება
.
|
მოსწავლეს ყოველთვის შეუძლია ახალი ტექსტის გაგება-გააზრება.
|
მოსწავლეს შეუძლია ახალი ტექსტის გაგება-გააზრება,
თუმცა ხანდახან ბუნდოვანი რჩება რამოდენიმე საკითხი.
|
მოსწავლე ახალი ტექსტის გაგება- გააზრებისთვის საჭიროებს
დახმარებას.
|
მოსწავლე ასაბუთებს
თავის მოსაზრებას, იშველიებს არგუმეენტებს
|
მოსწავლე ნებისმიერ
ვითარებაში ასაბუთებს თავის მოსაზრებას, იშველიებს არგუმეენტებს
|
მოსწავლე ასაბუთებს
თავის მოსაზრებას, თუმცა ვერ ამყარებს არგუმენტებით
|
მოსწავლე საჭიროებს
დახმარებას მსჯელობის დროს აზრი რომ ჩამოაყალიბოს.
ვერ ამყარებს
ვერანაირი არგუმენტებით.
|
შეუძლია საგანთა
ინტეგრაცია
|
მოსწავლეს ყოველთვის
შეუძლია ინფორმაციის აღდგენა და სხვა საგანში
ნასწავლი მასალის სხვაგან გამოყენება
|
მოსწავლეს ყოველთვის
შეუძლია ინფორმაციის აღდგენა და სხვა საგანში
ნასწავლი მასალის სხვაგან გამოყენება თუმცა საჭიროებს მინიშნებებს.
|
მოსწავლეს სჭირდება
დახმარება, უჭირს დამოუკიდებლად მასალის
დახარისხება და კონკრეტულ სიტუაციაში მორგება
|
დისციპლინა
და ორგანიზებულობა.
|
სრულადაა ორგანიზებული
და იცავს საგაკვეთილო წესებს.
|
მეტ-ნაკლებადაა ორგანიზებული.
|
არ არის ორგანიზებული
და ხშირად არღვევს დისციპლინას
|
საინტრესო ბლოგია...
ОтветитьУдалитьმადლობა
Удалитьსაინტერესო გაკვეთილი,არაჩვეულებრივი თვალსაჩინოება,მოტივირებული მოსწავლეები და ნიჭიერი,ენერგიული პროფესიონალი პედაგოგი...წარმატებები ელენე...
ОтветитьУдалитьმადლობა
Удалитьსაინტერესო გაკვეთილია, ბევრი რამის სწავლა შეიძლება თქვენგან
ОтветитьУдалитьმადლობა ხათუნა!
Удалитьწარმატებები
ОтветитьУдалитьწარმატებები ელენე მასწავლებელო
ОтветитьУдалитьწარმატებები ქალბატონო ელენე
ОтветитьУдалитьწარმატებები ჩემო ძვირფასო 💝
ОтветитьУдалитьელენე, ძალიან საინტერესო რესურსი გიდევთ <3
ОтветитьУдалитьნამდვილად დღევანდელ პრობლემას ეხება, წიგნიერება ძალიან აქტუალურია!! წარმატებები!!
ОтветитьУдалитьელენე როგორი საინტერესო დღე იქნებოდა პატარებისთვის. ასევე შთამბეჭდავიც
ОтветитьУдалитьერთერთი საინტერესო გაკვეთილი თავისი ტექსტიანად :)
ОтветитьУдалитьსაინტერესო, სახალისო და აქტიური გაკვეთილი, მადლობა!
ОтветитьУдалитьწარმატებები და წინსვლა ელენე
ОтветитьУдалитьძალიან გამომადგა ეს ბლოგი, მადლობა!
ОтветитьУдалить