დედის სახელი მზით ნაქარგია!
სწორედ ამ სიტყვებით მივულოცეთ ჩვენს დედიკოებს გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე.
ჩვენი ღონისძიება-გაკვეთილი იავნანას მოსმენით დაიწყო. ბავშვებმა იმჯელეს თუ რა მოისმინეს, რა გაახსენდათ და დაუკავშრეს. ამის შემდეგ ისაუბრეს გაზაფხულზე. რით არის ეს დრო გამორჩეული. აღნიშნეს რომ გაზაფხული დედის დღის დღესასწაულს უკავშირდება. შემდეგ დედიკოებს მიულოცეს თბილი სიტყვებით დღესასწაული. უმღერეს და მოეფერნენ. ბოლოს დედიკოები შეუერთდნენ შვილებს და მათ სხვადასხვა რესურსის და ფანტაზიის გამოყენებით ერთად ააგეს სიყვარულის სახლები. ღონისძიება ძალიან გაალამაზა დედა-შვილის დუეტების შესრულებამ.
Комментариев нет:
Отправить комментарий