,,ჯანსაღი ცხოვრება,,
ვირჩევთ ჯანმრთელი ცხოვრების წესს
ხშირად გვესმის - ცხოვრების ჯანსაღი წესი. თითქოს ყველამ ვიცით რას
ემსახურება ეს წესი, ცხოვრების ჯანსაღი წესი ორგანიზმის ჯანმრთელობის,
დღეგრძელობის, სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელების საწინდარია.
საინტერესოა, ვინ როგორ იცავს ამ წესს. ან
კი როგორ დავიცვათ თუ კი არ გვაქვს გათავისებული.
ეს არის წესი, რომელიც
ბავშვობიდანვე უნდა გაითავისოს ყველა ადამიანმა, ამიტომაც გადავწყვიტე, პირველ
კლასშივე ყურადღება გამემახვილებინა რამოდენიმე საკითხზე. ჩვენ ხომ ეს ესაა ფეხი
შევდგით სასკოლო საზოგადოებაში და გვსურს ჩვენი სიტყვა ვთქვათ სხვადასხვა
საკითხებზე.
შესრულებული სამუშაოს მოკლე აღწერა
სამუშაოს მიზანია:
· ჯანსაღი
ცხოვრების წესის პროპაგანდა
პატარებში.
· გავაცნობიეროთ
რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კვება და
დღის რეჟიმი.
· მოსწავლე
დავაინტერესოთ სპორტით.
მოსალოდნელი შედეგი:
მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს მკვიდრი წარმოდგენა
ü ადამიანი მუდმივად ზრუნავს
მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი სუფთა, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაზე;
ბუნ.I.1.
მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების
დემონსტრირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
უსაფრთხოების წესების დაცვით მონაწილეობს მარტივ პრაქტიკულ აქტივობებში;
·
ამოიცნობს, აღწერს და ახარისხებს სხეულებს ან/და მოვლენებს ილუსტრაციაზე ან რეალობაში;
·
აგროვებს და ჩაინიშნავს კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო მონაცემებს (ნახატების, პირობითი ნიშნების საშუალებით);
·
ეფუძნება პირად მოსაზრებებს ან/და დაკვირვების შედეგებს დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად;
·
იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას (მაგ. ნახატი, ზეპირმეტყველება, ისტ) საკუთარი მოსაზრებების ან/და კვლევის შედეგების წარდგენისას.
სწავლების საფეხური: დაწყებითი. 1
კლასი
წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა იციან რომ ხილი სასარგებლოა.
დედიკოებისგან ისიც იციან რომ წვნიანი აუცილებელია.
ასევე იციან ვარჯიში
აუცილებელია.
ვადები: ორი კვირა (ოთხი გაკვეთილი)
სამუშაოს მსვლელობა: პროექტებით სწავლება, ვფიქრობ, ერთ-ერთი საინტერესო მეთოდია, მითუმეტეს დაწყებით კლასში რადგან, ამ ტიპის სწავლება მოსწავლეებს უქმნის
შთბეჭდილებებს და ის, რაც შთაბეჭდილებას უქმნის ხანგრძლივი დროით ამახსოვრდებათ.
ამასთნავე შთამბეჭდავია თვალსაჩინოებით მასალის მიწოდება პატარებისთვის.
პირველ
ეტაპზე მოხდა მოსწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის პროექტის იდეის გაცნობა
მარტივად და მათთვის გასაგებად.
როგორც ვიცით ჯანსაღი ცხოვრების წესში ბევრი თემა არის თავმოყრილი .
ბუნებრივია მოსწავლეებს ყველაფრის ერთდროულად გაგება -გააზრება გაუჭირდებოდათ და
მათ შევთავაზე მიმართულებები. მათ მიერ იქნა შერჩეული შემდეგი თემები:
Ø ჯანსაღი კვება
Ø ფიზიკური აქტივობა (სპორტი და ვარჯიში)
მეორე
ეტაპზე მე მათ
მოვუმზადე ვიდეო რესურსი და ასევე რესურსი Power Point-ში
https://www.youtube.com/watch?v=Lz-kCxiu3vs
https://www.youtube.com/watch?v=08OjW6s6tjY
https://www.youtube.com/watch?v=8ITMFxgqe1E
https://docs.google.com/presentation/d/14vdidnx9ZCa1LZ6TvL6dGggRZRRhYuNT/edit#slide=id.p1
ვისაუბრე რომ ჯანსაღი ცხოვრება ასევე არის ემოციური კეთილდღეობაც
როგორიცაა:
v შინაგანი
სიმშვიდე
v შემოქმედებითი
უნარჩვევის გამომუშავება
v სიყვარული-პატიება-ღიმილი
ბუნებრივია მოსწავლეებს ჰქონდათ კითხვები სხვადასხვა საკითხებზე. პერიოდულად
გამოთქვამდნენ თავის მოსაზრებას ამა თუ იმ საკითხზე.
ამის შემდეგ საჭიროდ მივიჩნიე უფრო კომპეტენტური
ადამიანი მომეწვია და დავგეგმე დისკუსია სკოლის ექიმმთან ერთად.
მესამე ეტაპზე
დისკუსიას უძღვებოდა სკოლის ექიმი. დისკუსიის
ბოლოს დავახარისხეთ ხილი, ბოსტნეული, პურფუნთუშეული, რძის პროდუქტი, ჯანსაღი და
არაჯანსაღი პროდუქტი.
უპირატესობა მივანიჭეთ ნატურალურ წვენს
დავწურეთ და დავაგემოვნეთ კიდეც.
ბოლოს, ჯანმრთელ პროდუქტთან ერთად ხაზი
გავუსვით
სპორტს და მოეწყო გამოკითხვა სპორტის რომელ სახეობას ანიჭებდნენ
უპირატესობას და რატომ ირჩევდნენ.
შედეგი: შევაგროვე ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც პროექტის მიმდინარეობის დროს
გადავიღე. ასევე,წერილობით ჩავინიშნე ამ ოთხ შეხვედრაზე გაჟღერებული მოსწავლეთა
სურვილებიც სპორტთად დაკავშირებით. რამოდენიმე დღეში მოვიწვიე მშობელთა კრება პლათფორმა Teams-ში და მშობლებს გავაცანი ჩვენი პროექტის შინაარსი და ბავშვების
მხრიდან იქ გაჟღერებული გულწრფელი საუბრები . ჩვენ ვისაუბრეთ და შევჯერდით, რომ
მოსწავლეები აუცილებლად უნდა ჩაბმულიყვნენ სპორტულ ცხოვრებაში და ამასთანავე მათი
ინტერესიც იყო სწორი კვების რეჯიმის დაცვა.
მშობლებმა
ნათლად დაინახეს, რომ იყო ისეთი საკითხებიც, რაზეც თავად არასოდეს მიუქცევიათ
ყურადღება.
ჩვენს
შორის შედგა მოლაპარაკება რომ ბავშვებს აუცილებლად დააკავებდნენ სპორტით. ასევე
აღნიშნეს მშობლენმა რომ მათი შვილების მხრიდან
უკვე შეიმჩვეოდა ოჯახში, (დედმამიშვილებთან)
პროექტის მიღებული ცოდნის გაზიარება ჯანსაღი პროდუქტის სარგებლიანობის შესახებ.
რამოდენიმე დღეში დამიკავშირდა მშობელთა ნაწილი და მაცნობეს რომ
ბავშვი ჩაება სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
დასკვნა: სკოლა აქტიურად
უნდა იყოს ჩართული მოზარდის პიროვნების
ჩამოყალიბებაში. მნიშვნელოვანია მოსწავლის როგორც ფიზიკური კეთილდღეობა, ასევე
ემოციური კეთილდღეობაც.
რეკომენდაციები:
მათთვის
ვინც მსგავსს თემაზე პროექტის ჩატარებას აპირებს, ამ ასაკობრივ ჯგუფთან ინფორმაცია
რომ საინტერესო იყოს, უნდა იყოს მეტი თვალსაჩინოება და ვიდრე თეორიული მასალა.
ასევე, ზუსტად დაგეგმილი რომ მოსწავლეებმა ვერ შეძლონ თემიდან გადახვევა.
მოგეხსენებათ პირველ კლასში მოსწავლეთა მხრიდან ხშირად არის მცდელობა საუბარი
სხვაგან წაიყვანონ
პროექტის
ხელმძღვანელი:ელენე ჯელაძე
ხელმძღვანელის
ელ. ფოსტა: elenejeladze@gmail.com
პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი: